Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის პროექტებმა CIF-ის კონკურსში გაიმარჯვეს

კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ გამოცხადებულ რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხი – საქართველო I2Q“ ფარგლებში ჩატარდა და რომლის უმთავრესი მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკრეტული მიმართულებების განვითარება, აკადემიური პროგრამებისა და სასწავლო გარემოს მოდერნიზება და შრომის ბაზართან კავშირების გაძლიერება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამმა პროექტმა გაიმარჯვა.


გამარჯვებულ 14 პროექტაგან პირველი ადგილი მოიპოვა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის პროექტმა „მოლეკულური პათოლოგიის სასწავლო პროგრამის შემუშავება და დანერგვა საქართველოს უნივერსიტეტებში უმაღლესი სამედიცინო განათლების სრულყოფის მიზნით“.

გამარჯვებული პროექტების წარმომადგენლები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა დააჯილდოვა. ღონისძიებას თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია ესწრებოდა.